top of page
Anchor 1
სხვა კურსები

illustrator

კურსი

ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს Adobe Illustrator-ის შესწავლა მარტივად, სწორი ლოგიკით და პრაქტიკული მაგალითებით — ნულიდან იმ დონემდე, სადაც უკვე შეძლებთ საკუთარი დიზაინების დამოუკიდებლად შექმნას.

სწავლას დაიწყებთ საფუძვლებიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ გადახვალთ რეალურ დიზაინერულ ამოცანებზე. კურსის განმავლობაში ისწავლით არა მხოლოდ ინსტრუმენტების გამოყენებას, არამედ დიზაინერულ აზროვნებას — როგორ შეიქმნას სუფთა, გამართული და პროფესიონალური ვიზუალური ნამუშევარი.

ერთად შევქმნით ილუსტრაციებს, ლოგოებს, პოსტერებსა და სხვადასხვა გრაფიკულ ელემენტებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირად პროექტებში, ასევე პორტფოლიოს შესაქმნელად.

კურსი აგებულია პრაქტიკაზე — ყოველი გაკვეთილი სრულდება კონკრეტული შედეგით, რათა სწავლა იყოს მარტივი, გასაგები და რეალურად გამოსაყენებელი.

ეს კურსი იდეალურია თუ:

  • არასდროს გიმუშავიათ Illustrator-ში

  • გქონდათ მცდელობა, მაგრამ პროგრამა რთულად მოგეჩვენათ

  • გინდათ განავითაროთ საკუთარი ვიზუალური პროექტები

  • გჭირდებათ ძლიერი საფუძველი შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის​

არ არის საჭირო ხატვის ან დიზაინის წინასწარი გამოცდილება. საკმარისია კომპიუტერის საბაზისო ცოდნა — დანარჩენს კურსის განმავლობაში ეტაპობრივად ისწავლით.

ამ კურსის მიზანია, რომ Illustrator თქვენთვის გახდეს არა რთული პროგრამა, არამედ ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ნებისმიერი იდეის ვიზუალურად განხორციელებას.

გაკვეთილების რაოდენობა: 31

თქვენ შეისწავლით:

Adobe illustrator-ის ინტერფეისის, ინსტრუმენტების სამუშაო სივრცის გაცნობა.

ინსტრუმენტების გამოყენება:

Line segment, Rectangle და სხვა ფორმებთან მუშაობა.

Curvature და Pen Tool-ები.

ვექტორული ობიექტების შექმნა.

იკონების შექმნა.

კუთხეების დამუშავება.

Shape builder-ის გამოყენება.

AI ფუნქციების გამოყენება.

ყოველი გაკვეთილის ბოლოს გექნებათ პრაქტიკული სამუშაო.

ფორმების გაერთიანება და მათი ტრანსფორმაციები.

რთული ფორმები.

ბრუდეების შექმნა.

Pathfinder და Align პალიტრით მუშაობა.

ტექსტთან მუშაობა.

შორთქათების გამოყენება.

ტექსტის დეფორმირება, ტრანსფორმირება ვექტორულ ობიექტებში.

ტექსტზე ფილტრების გამოყენება.

ტექსტის ობიექტებზე და  დიაგრამებზე მუშაობა.

ფონტები.

ახალი ფონტის შექმნა.

ინტერვალებთან მუშაობა.

გამოსახულების დამუშავება.

ილუსტრაციების გაფორმება.

პოსტერის და პლაკატის შექმნა.

მასკის გამოყენება.

კომპოზიციების შექმნა.

გამოსახულების ტრასირება.

რადიალური ტექსტურის შექმნა.

იზომეტრია.

სიმეტრიის გამოყენება.

ინფოგრაფიკის ელემენტები.

ფერებთან მუშაობა.

გრადიენტთან მუშაობა.

ფერთა პალიტრა, ბიბლიოთეკის გამოყენება.

ხრიკები და რჩევები.

გრადიენტული ფერების მიღება, მოძიება.

ფოტოს დამუშავება, ფერების შეცვლა, გასწორება.

გამოსახულებაზე ეფექტების დამატება.

ახალი ეფექტების შექმნა.

ილუსტრაციის ტექსტურა.

პატერნი.

ფუნჯების გამოყენება.

ახალი ფუნჯები.

ობიექტებიუს შექმნა.

ფუნჯებით ეფექტების შექმნა.

განათება, ჩრდილი, დეფორმაცია.

ლოგოების შექმნა.

ახალი ორნამენტების შექმნა.

ჩასხმის ინსტრუმენტების გამოყენება.მოცულობითი ეფექტები.

3D ობიექტებზე მუშაობა.

ვექტორული პორტრეტის შექმნა.

RGB და CMYK რეჟიმები, განხილვა.

დოკუმენტის ტრანსფორმირება.

დოკუმენტის ექსპორტირება, შენახვა.

ბეჭდვისთვის მომზადება.

ინდივიდუალური სწავლება

მეცადინეობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს

ნებისმიერ დროს შესაძლებელია ონლაინ მასწავლებლისგან მიიღო დროული დახმარება

მიიღე უმაღლესი ხარისხის განათლება

განახლებად კურსებზე წვდომა ორი წლის განმავლობაში გექნება

კურსის გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს და მონაწილეობას დასაქმების პროექტში

მოსწავლეები
აბიტურიენტის შეფასება ციფრული სკოლის კურსზე
სტუდენტის რეკომენდაცია ონლაინ სწავლების შესახებ
სტუდენტის რჩევა ონლაინ სწავლების შესახებ

© 2026 ციფრული სკოლა                                     

  • Facebook
bottom of page